გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი სკოლების მოსწავლეებისთვის აგრძელებს სოციალურ პროექტს ,,წიგნი ჩემი მეგობარია’’ .
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში წიგნიერების დონის ამაღლებას და მიაწოდოს ახალგაზრდებს სულიერი საზრდო, რომელიც მათი უკეთესი მომავლის ერთადერთი გარანტია იქნება.
მიმდინარე წლის 10 ნოემბერს იგეგმება გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენელთა საქველმოქმედო ვიზიტი შიდა ქართლის საზღვრისპირა რეგიონის სოფელ დვანის საჯარო სკოლაში.
პროექტის ფარგლებში აღნიშნულ სკოლას გადაეცემა მხატვრული ლიტერატურა.