2022 წლის 18 მაისს, 13:00 საათზე, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი გიწვევთ სტუდენტთა II რეგიონულ კონფერენციაზე ,,COVID-19-ის გამოწვევები: პანდემია და სოციალური კეთილდღეობა“.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სწავლების საფეხურების სტუდენტებს.
კონფერენცია ჩატარდება ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით.
საუკეთესო მოხსენებები დაიბეჭდება შპს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რეფერირებად სამეცნიერო შრომათა კრებულში.
რეგისტრაციის გავლის ბოლო ვადაა 05..05.2022
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია
https://forms.gle/ksvoSTw7c2Wr1WEj7
კონფერენციის თეზისების და ნაშრომის გაფორმების წესი
კონფერენციის თეზისები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ
ელ. ფოსტაზე: taso.getashvili@gttu.edu.ge
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე:
(+995 32) 2 661 512 (+125; +130)