საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს მიერ რეკომენდებული სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, უმაღლესი განათლების ყველა საფეხურის სტუდენტებისათვის საგაზაფხულო სემესტრის დაწყების გადადების შესახებ.
უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 2020 წლის 16 მარტიდან განახლდება.
ამასთან, უნივერსიტეტის შესაბამის სამსახურს დაევალა სასწავლო კორპუსისა და შენობა-ნაგებობების დეზინფექციის უზრუნველსაყოფად სათანადო ღონისძიებების გატარება.