გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი აგრძელებს შეხვედრათა ციკლს პარტნიორ ორგანიზაციებთან და დამსაქმებლებთან.
29 სექტემბერს, 12:00 საათზე, გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტი გეპატიჟებათ კომპანია ,,თეგეტა მოტორსის“ სტუდენტთა დასაქმების პროგრამის პრეზენტაციაზე.
GTUNI-ს სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ,,თეგეტა მოტორსის“ სტრუქტურას, კომპანიაში არსებულ ვაკანსიებსა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს.
სპიკერები:
ვახტანგ ღულაძე - კომერციული იმპორტების მიმართულების კომერციული დირექტორი;
დავით ავაზაშვილი - ადამიანური კაპიტალის მართვის დირექტორი;
მარიამ ხონელიძე - შერჩევის და ტალანტების მართვის განყოფილების უფროსი;
ოთო სიხარულიძე - თეგეტა აკადემიის დირექტორი.