2019 წლის 28 ნოემბერს, 13:00 საათზე გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში პრაქტიკოსი ფსიქოლოგი და არტ თერაპევტი ლიკა ლაჩაშვილი წარუძღვება ტრენინგს სახელწოდებით "21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები ბავშვებისათვის“.
- 5 -6 წლის ბავშვის ასაკობრივი თავისებურებები. ფსიქიკური ფუნქციების განვითარების ან შეფერხების მიზეზები და გარემოებები;
- მასწავლებლის და მშობლის გადამწყვეტი როლი ასაკობრივ განვითარებაში;
- მითები და რეალობები ფსიქო სოციალური განვითარებისას;
- მე - კონცეფცია და თვითშეფასება;
- ინკლუზიური განათლების მნიშვნელობა და მისი პრინციპები;
- პრევენცია და ინფორმაცია ქცევისა და ფსიქიკური ფუნქციების დარღვევის აღმოსაჩენად;
- სწავლის დაგეგმვა სკოლისთვის მზაობის ჯგუფში;
- ბაზისური არითმეტიკის სწავლების სტრატეგიები;
- მშობლიური ენა და ფონემატური სავარჯიშოები.
ტრენინგი გაიმართება გურამ თავართქილაძის სახელობის მცირე საკონფერენციო დარბაზში (მეორე სართული).