გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტი გთავაზობთ ტრენინგს თემაზე „არტ-თერაპია: ბედნიერებისა და ჰარმონიის მეცნიერება“.
ტრენინგი განკუთვნილია სკოლამდელი და სკოლის პედაგოგებისთვის, სოციალური მუშაკების, სპეციალური პედაგოგებისა და ფსიქოლოგებისთვის, აგრეთვე მათთვის, ვისაც სურს, ბედნიერებისა და ჰარმონიის მიღება სამყაროსგან საკუთარ თავში ახალი რესურსების მოძიებით.
ტრენინგის ფარგლებში თქვენ შეისწავლით:
- პროექციულ სავარჯიშოებს ხატვითი თერაპიიდან;
- მეტაფორული ბარათების დანიშნულებასა და მის გამოყენებას;
- წარმოსახვით სავარჯიშოს - შინაგანი რესურსის აღმოსაჩენად.
ტრენინგი ჩატარდება აუდიტორულად უნივერსიტეტში (სამღერეთის ქუჩა #5)
ჩატარების თარიღი: 29 ივნისი, 11:00 საათი.
ტრენინგს გაუძღვება ბავშვთა ფსიქოლოგი და არტ-თერაპევტი ლიკა ლაჩაშვილი.
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ დარეგისტრირდით ახლავე:
ადგილების რაოდენობა: 20