უნიკალური შესაძლებლობა სკოლის მასწავლებლებისთვის, რეპეტიტორებისთვის და ზოგადად პედაგოგებისთვის.
8 თებერვალს, 19:00 საათზე გთავაზობთ ტრენინგს თემაზე „ინოვაციური პლატფორმების ეფექტური გამოყენება სწავლების პროცესში“.
ტრენინგზე თქვენ გაიგებთ, როგორ:
- წარმართოთ გაკვეთილი სახალისოდ;
- მიაღწიოთ მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას;
- მისცეთ და შეასწოროთ დავალებები მოქნილი მეთოდით;
ასევე გაეცნობით ინოვაციურ პლატფორმებს და შეძლებთ მათ დანერგვას.
ტრენინგს გაუძღვება გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის კანცლერი, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის დირექტორი, სინოლოგი - ელი ელისაშვილი.
რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს: https://cutt.ly/WE60eSc
ტრენინგში მონაწილეობა უფასოა, სრულიად ფინანსდება უნივერსიტეტის მიერ.
დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატები.