თუ ხართ ფსიქოლოგი ან პედაგოგი და გაინტერესებთ გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის მეთოდოლოგია.
გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტი ფსიქოლოგიურ ლაბორატორია № 1-სა და კრიმინალური ფსიქოლოგიის სააგენტოსთან ერთად გთავაზობთ სრულად დაფინანსებულ სასერტიფიკატო ტრენინგს, თემაზე: „ინტერპერსონალური ურთიერთობები“.
ტრენინგის განმავლობაში შეისწავლით:
- საულ როზენცვაიგის მეთოდიკის - „ფრუსტრაციისადმი მიდრეკილების განსაზღვრა კომიქსების დახმარებით“ - ორივე ვარიანტს, განკუთვნილს, როგორც მოზრდილთათვის, ასევე ბავშვებისთვის;
- სიუზენ დელინგერის ფსიქოგეომეტრიულ ტესტს, რომლის შედეგების ფსიქოდიაგნოსტიკური სიზუსტე 85%-ს აღწევს.
ტრენინგი განკუთვნილია ფსიქოლოგების, სპეციალური პედაგოგების, მაღალი კლასებისა და დაწყებითი კლასების პედაგოგების, სოციალური მუშაკებისა და ზოგადად, გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის მეთოდოლოგიით დაინტერესებული ადამიანებისათვის.
ტრენინგს უძღვებიან ფსიქოლოგიის დოქტორი, პროფესორი ნონა ახალაშვილი და პოზიტიური ფსიქოთერაპევტი, ფსიქოკონსულტანტი ლალი ბრაგვაძე.
ტრენინგი ჩატარდება გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტში (მისამართი: სამღერეთის ქ. N5)
თარიღი: 31 იანვარი და 3 თებერვალი
დრო: 11:00-17:00 საათი
ტრენინგის ყველა მონაწილეს დაურიგდება პრაქტიკული მასალები,
წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია - სულ ადგილი
ამიტომ დარეგისტრირდით ახლავე