გთუნი გთავაზობთ ტრენინგს: „მოვამზადოთ ბავშვი სკოლისთვის“.
ტრენინგის მიზანია მსმენელს დაანახოს სკოლამდელი განათლების როლი, მისცეს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, აღჭურვოს მსმენელი იმ უნარ-ჩვევებით, რომელიც დაეხმარება ბავშვის მომზადებაში ცხოვრების შემდეგი ეტაპისთვის.
ტრენინგი განკუთვნილია მოქმედი და მომავალი ფსიქოლოგებისათვის, სკოლამდელი აღზრდის პედაგოგების, მშობლებისა და სოციალური მუშაკებისათვის.
ტრენინგის თემატიკა მოიცავს შემდეგ საკითხებს:
- რა არის მთავარი კრიტერიუმი 5-6 წლის ბავშვის განვითარების შეფასებისას;
- რა უნდა იცოდეს მშობელმა თუ მასწავლებელმა ამ ასაკის ბავშვის ასაკობრივი თავისებურებების შესახებ;
- ბავშვთა უფლებები და მოვალეობები. რა იგულისხმება ფიზიკურ ძალადობაში;
- მცირე მიმოხილვა ინკლუზიური განათლების მნიშვნელობაზე და მის პრინციპებზე;
- სწავლის დაგეგმვა სკოლისთვის მზაობის ჯგუფში;
- ბაზისური არითმეტიკის სწავლების სტრატეგიები;
- ქართული ენა და ფონემატური სავარჯიშოები.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 4 - 5 საათი.
ტრენინგის ღირებულება: 60 ლარი.
საბანკო რეკვიზიტები:
შპს "გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი"
საიდენტიფიკაციო N: 204555524
ანგარიშის N: GE13TB7151736020100006
მიმღები ბანკი: თიბისი ბანკი
ბანკის კოდი: TBCBGE22
ტრენინგის დასრულებისას მსმენელი მიიღებს სერტიფიკატს.