განცხადებები და ანონსები

ცხადდება ღია კონკურსი სტუდენტთა გაცვლით პროექტებში მონაწილეობისათვის

27 სექტემბერი 2019

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს სამართლის სპეციალობის (2 საკონკურსო ადგილი) სტუდენტთა ღია კონკურსს ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში ალსტერის უნივერსიტეტში (ირლანდია) სწავლის მსურველთათვის 2019-2020 სასწავლო წლისათვის.

კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ მხოლოდ II- III კურსის სტუდენტებს!!!!

იხილეთ საკონკურსო პირობები...

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს ტურიზმის სპეციალობის (1 საკონკურსო ადგილი) სტუდენტთა ღია კონკურსს ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში ინჰოლანდის უნივერსიტეტში (ნიდერლანდები) სწავლის მსურველთათვის 2019-2020 სასწავლო წლისათვის.

კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ მხოლოდ II- III კურსის სტუდენტებს!!!!

იხილეთ საკონკურსო პირობები...


განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 11 ოქტომბერი.


დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:

საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება

პროფ. ინგა დიაკონიძე

ტელ: 2 66 15 12 (+147)