განცხადებები და ანონსები

უფასო ტრენინგი: პედაგოგიური ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება

21 მაისი 2021
,,პედაგოგიური ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება” ფსიქოლოგებისთვის განკუთვნილი 12-საათიანი სრულად დაფინანსებული ტრენინგია, რომლის ფარგლებშიც პრაქტიკულად შეისწავლით:
  • რენე ჟილის მეთოდიკას;
  • PARI-ს;
  • ფილიპსის სასკოლო შფოთვის ტესტს;
  • მოზარდის პიროვნების სოციალურ-ფსიქოლოგიური ტიპის დადგენას;
  • პედაგოგების და მშობლების ფსიქოკონსულტორების მეთოდებს და ტექნიკებს.
ტრენინგი განკუთვნილია საბავშვო ბაღების, სკოლების ფსიქოლოგებისთვის, სპეციალური პედაგოგებისთვის, სოციალური მუშაკებისთვის, ბავშვების, მოზარდების და მშობლების ფსიქოკონსულტანტებისთვის.

ტრენინგს გაუძღვებიან: ნონა ახალაშვილი - ფსიქოლოგიის დოქტორი და ლალი ბრაგვაძე - პოზიტიური ფსიქოთერაპევტი და ფსიქოკონსულტანტი.

ტრენინგი ტარდება გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტში (სამღერეთის ქუჩა #5).

ტრენინგის ჩატარების დღეები: 31.05.2021 და 07.06.2021

ტრენინგის სამუშაო საათები: 12:00-18:00 საათი

ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.

ადგილების რაოდენობა - 30


დარეგისტრირდით ახლავე