გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას უცხოელი სტუდენტების მოზიდვის მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაოს აღწერა:
- სხვადასხვა არხების მოძიება; კომპანიებთან/უცხოელ აგენტებთან ურთიერთობის დამყარება და მათთან პირველადი მოლაპარაკებების წარმოება;
- ელექტრონული და სატელეფონო კომუნიკაცია უცხოელ პოტენციურ აბიტურიენტებთან;
- მომსახურების შეთავაზება, პრეზენტაციის გაგზავნა/ჩატარება;
- დისტანციური შეხვედრების დაგეგმვა და საჭირო დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
- ბაზების შექმნა და მათი მუდმივი განახლება;
- უნივერსიტეტის მომსახურების შეთავაზება/მათ საჭიროებებზე მორგება;
- უნივერსიტეტის პროგრამების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
- დოკუმენტაციის მომზადება: კონტრაქტები, რეგისტრაციის და ჩარიცხვების დოკუმენტაციის/პროცედურების სრული ციკლის მართვა.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება /გამოცდილება მსგავსი მიმართულებით;
- სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
- ენების ცოდნა: ქართული (მშობლიური), ინგლისური (სავალდებულოა C1) რუსული (სასურველია) დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- კომპიუტერული პროგრამების ფლობა: MS Word, MS Excel, MS PowerPoint.
პიროვნული უნარები და მახასიათებლები:
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- მოტივირებული;
- შედეგზე ორიენტირებული;
- კომუნიკაბელური, შრომისმოყვარე;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- განვითარებაზე ორიენტირებული;
- შეფასების და ანალიზის უნარი.
დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს .რეზიუმე / CV hr@gttu.edu.ge
სათაურის ველში (subject) მიუთითეთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება,
დამატებითი ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ: www.gttu.edu.ge