გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი 15 აპრილს, 16:00 საათზე გიწვევთ მასტერკლაზე - პროდუქტის მენეჯმენტი
მოწვეული სპიკერი: ვახტანგ ღულაძე - კომპანია თეგეტა მოტორსი, კომერციული დირექტორი.
სპიკერი ისაუბრებს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა:
- მიწოდების ჯაჭვი და მასში ჩართული პროფესიები: ვინ რა როლს ასრულებს (ბრენდ მენეჯერი, შესყიდვების მენეჯერი, ლოგისტი, საბაჟოსთან ურთიერთობის სპეციალისტი, მარაგების და ბუღალტრული აღრიცხვის სპეციალისტი, მესაწყობე);
- როგორ ხვდება პროდუქტი საბოლოო მომხმარებლამდე (პროდუქტის შერჩევა, შეკვეთის შექმნა, ტრანსპორტირება, პროდუქტის მიღება და ფასწარმოქმნა, ქსელში გაშვება);
- შეკვეთების ანალიზი (მომგებიანობის და ბრუნვადობის მაჩვენებლები) და შემდგომი გადაწყვეტილებები;
- შეკვეთის შექმნის პრაქტიკული მაგალითი.
არ გამოტოვოთ ჩვენთან შეხვედრა, დარეგისტრირდით, დასვით შეკითხვები და მიიღეთ ამომწურავი პასუხები:
https://forms.gle/J7hZMj35wKhAUSEU7