განცხადებები და ანონსები

ვებინარი: გამოხატვის თავისუფლების ფარგლები და საერთო სასამართლოების პრაქტიკა

14 აპრილი 2022

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი გიწვევთ ვებინარზე: ,,გამოხატვის თავისუფლების ფარგლები და საერთო სასამართლოების პრაქტიკა“.

მოწვეული სპიკერი: გიორგი გოგიაშვილი - საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე

ვებინარზე საუბარი იქნება ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა:

  • სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება;
  • აზრი და ფაქტები,
  • შეფასებითი სკალა;
  • პროპორციულობის ტესტი;
  • დაცულ სფეროში ჩარევის სამართლებრივი საფუძვლები.

თარიღი: 28 აპრილი, 17:00 საათი.

თუ გაინტერესებთ ეს სფერო და აღნიშნულ თემასთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები, თქვენთვის მნიშვნელოვანია #სიტყვისთავისუფლება და #სამართალი არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, მიიღოთ ინფორმაცია დარგის სპეციალისტისგან.

დარეგისტრირდით, დასვით შეკითხვები და მიიღეთ ამომწურავი პასუხები:

https://forms.gle/mC8xqapRAudsg8ts6