GTUNI აბიტურიენტებსა და აქტიურ სტუდენტებს გიწვევთ ვებინარზე ,,განათლება და გაცვლითი პროგრამები ჩინეთსა და კორეაში".
აღნიშნული ვებინარის ფარგლებში მოწვეული სპიკერები ისაუბრებენ:
- როგორ ჩაერთოთ აზიის წამყვანი ქვეყნების გაცვლით პროგრამებში;
- განათლების თავისებურებებზე ჩინეთსა და კორეაში;
- როგორ მოიპოვოთ სრული დაფინანსება და სასწავლო გრანტი;
- სტუდენტურ ცხოვრებაზე ჩინეთსა და კორეაში;
- აზიაში მიღებული განათლების პრივილეგიებზე საერთაშორისო მასშტაბით;
- სტუდენტების დასაქმების შესაძლებლობების შესახებ აზიის ქვეყნებში.
ვებინარი ჩატარდება: Online, ZOOM პლატფორმის გამოყენებით.
თარიღი და დრო: 3 აგვისტო, 19:00 საათი
მოდერატორი:
ელი ელისაშვილი - გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის კანცლერი, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის დირექტორი.
სპიკერები:
გვანცა მდივანი - საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ჩინეთში, სინოლოგი, ცინტაოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დოქტორანტი.
ანუკა მახარაძე - გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ჩინურ ენაში; პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტი.
მილან ლიი - გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი კორეულ ენაში.
ანი ქარდავა - ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის სასწავლო პროცესის კოორდინატორი და ჩინური ენის ლექტორი.
შორენა ბერიძე - ბუსანის უნივერსიტეტის სტუდენტი.
ვებინარზე დასწრება თავისუფალია!
დაინტერესებული პირები დარეგისტრირდით ბმულზე: https://bit.ly/3JfjTyw