კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა ამჯერად ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვის და ყველასთვის, ვისაც ინკლუზიური განათლება აინტერესებს.
9 ნოემბერს, 13:00 საათზე გიწვევთ ვებინარზე: ,,ინკლუზიური განათლებიდან ინკლუზიურ საზოგადოებამდე“.
მოწვეული სპიკერი: ეკა ნინოშვილი - ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი; დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრის სპეციალისტი; ტრენერი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკი მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორანტი.
არ გამოტოვოთ ჩვენი შეხვედრა, შემოგვიერთდით, დასვით შეკითხვები და მიიღეთ ამომწურავი პასუხები ისეთ საკითხებზე როგორიცაა:
- ინკლუზიური განათლების ძირითადი ღირებულებები,
- გარიყულობის რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები,
- თანატოლთა ურთიერთგავლენა ინკლუზიურ განათლებაში,
- მეგობრობის შენება და მხარდაჭერა,
- მნიშვნელოვანი მიდგომები და ინსტრუმენტები.