30 ნოემბერს, 13:00 საათზე გიწვევთ ვებინარზე ,,კლიმატის ცვლილების გავლენა ადამიანის სოციალურ-ფსიქოლოგიურ მახასიათებლებზე".
მოწვეული სპიკერი: მედეა ინაშვილი - ექსპერტი კლიმატის ცვლილების სფეროში, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის წამყვანი ექსპერტ-რევიუერი; საქართველოს დაბალემისიიანი განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის (LT LEDS) პროექტის გუნდის ხელმძღვანელი.
ვებინარზე მიიღებთ ინფორმაციას ისეთ საინტერესო საკითხებზე როგორიცაა:
- კლიმატის ცვლილებების შედეგები მსოფლიოში, მათი გავლენა ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე, ჯანმრთელობასა და ფსიქოლოგიაზე, ეკონომიკაზე, ეკოსისტემაზე, ნებაზე და კეთილდღეობაზე;
- ხელმისაწვდომობა საკვებზე, წყალსა და სხვა რესურსებზე;
- დიდი ქალაქების განსაკუთრებული პრობლემები;
- რა არის კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაცია, რა კეთდება ამ მიმართულებით მსოფლიოში და რა პრობლემებია საქართველოში