ჩვენს უნივერსიტეტში უკვე შეგიძლიათ აირჩიოთ და ისწავლოთ კორეული ენა.
რატომ? სამხრეთ კორეა, ეს არის მოწინავე ტექნოლოგიების და ინოვაციების ქვეყანა, აზიაში სიდიდით მეოთხე ეკონომიკა, მომაჯადოებელი პოპ-კულტურითა და ტრადიციული ხელოვნებით.
დიდი ინტერესიდან გამომდინარე გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტისა და ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის სპეციალური მოწვევით კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - ბატონი ოთარ ბერძენიშვილი ჩაატარებს ვებინარს თემაზე „საქართველო-კორეის ურთიერთობები და პერსპექტივები“.
დაესწარით ვებინარს და მიიიღეთ ცოდნა ყველაზე კომპეტენტური პირისგან.
16 აპრილი - 11:00 საათი.
ვებინარზე დასასწრებად დარეგისტრირდი მითითებულ ბმულზე.