განცხადებები და ანონსები

ვებინარი თემაზე: შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობის დაცვა

22 ოქტომბერი 2021
გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტი გთავაზობთ ვებინარს თემაზე: ,,შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობის დაცვა".

ვებინარზე მიიღებთ ინფორმაციას:
  • შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასა და მართვის ორგანიზებაზე
  • საკანონმდებლო ბაზაზე და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე
  • შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე
მოწვეული სპიკერი: მარიამ ქადარია - შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, ტრენერი, შრომის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.

რეგისტრაციისათვის მიყევით ბმულს:


ვებინარი ტარდება 25 ოქტომბერს, 17:00 საათზე.

არ გამოტოვოთ ჩვენი შეხვედრა, შემოგვიერთდით, დასვით შეკითხვები და მიიღეთ ამომწურავი პასუხები.