კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა ამჯერად ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისთვის და ყველასთვის, ვისაც ტურიზმის სფერო აინტერესებს.
29 ოქტომბერს 16:00 საათზე გიწვევთ ვებინარზე - „ტურიზმის სტატისტიკა და მისი ეკონომიკური ეფექტები“.
მოწვეული სპიკერი: გიორგი ბრეგაძე - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს უფროსი.
არ გამოტოვოთ ჩვენი შეხვედრა, შემოგვიერთდით, დასვით შეკითხვები და მიიღეთ ამომწურავი პასუხები.