2016 წლის 27 მაისს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში ტარდება ვიზუალური მედიის საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში:
ტელე სექცია:
1) საუკეთესო რეპორტაჟი
2) საუკეთესო ოპერატორი
3) საუკეთესო ტელესიუჟეტი
4) საუკეთესო სამაუწყებლო ბიზნეს-პროექტი
ფოტო სექცია:
1) საუკეთესო ფოტოამბავი
2) საუკეთესო პორტრეტი
3) საუკეთესო არტ-ფოტო
4) უნიკალური კადრი
დაწესებულია სპეციალური პრიზი
კონკურსის პირობები:
- მონაწილის სტატუსი - სტუდენტი;
- რეგისტრაცია და მონაწილეობა უფასოა;
- ფესტივალში მსურველთა განაცხადი უნდა გაიგზავნოს ფესტივალის ელექტრონულ მისამართზე zoom@gttu.edu.ge;
- საკონკურსო ფოტონამუშევრების გაგზავნა შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე zoom@gttu.edu.ge;
- ვიდეონამუშევარი უნდა აიტვირთოს youTube-ზე და შესაბამისი ლინკი გამოიგზავნოს მისამართზე zoom@gttu.edu.ge;
- გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან პრიზებით, მონაწილეებს კი გადაეცემათ სერტიფიკატები;
- სატელევიზიო ნამუშევრების ქრონომეტრაჟი არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს;
- ფოტონამუშევრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10 ცალს;
- ყველა ნამუშევარი გამოქვეყნდება გთსუ-ს Facebook-ის გვერდზე;
- ყველა ნამუშევრის საავტორო უფლება დაცული იქნება გთსუ-ს საიტის ადმინისტრაციის მიერ;
- რეგისტრაციისა და ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 20 მაისის ჩათვლით.
დაჯილდოება - 2016 წელი, 27 მაისი, 14:00 საათი.
საკონტაქტო ტელეფონი: +(995 32) 266 15 12 (+127)
ელ. ფოსტა: zoom@gttu.edu.ge
ვებ გვერდი: www.gttu.edu.ge
ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი