2023 წლის 3 ოქტომბერს, 13:30 საათზე, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის წიგნის - ,,მშვიდობის ქართული პარადიგმა" - პრეზენტაცია.
ავტორი თავის მონოგრაფიაში, დიპლომატიისა და განათლების პოლიტიკის შერწყმის გზით, საზოგადოებას სთავაზობს ახალ ხედვას - „საუნივერსიტეტო დიპლომატია“.
სწორედ მრავალსაუკუნოვან ისტორიულ გამოცდილებასა და წრფელ, შინაგანი მოთხოვნილებით წარმოქმნილ აზრს ეფუძნება ნაშრომში შემოთავაზებული ახალი მიმართულება – საუნივერსიტეტო დიპლომატია, როგორც უნივერსიტეტის განახლებული მისია, მშვიდობის მშენებლობის თანამედროვე ფორმა, საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის ახალი სახეობა.
შეხვედრა ჩატარდება ბიბლიოთეკის მცირე საკონფერენციო დარბაზში.