რადიო ლაბორატორია
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივესიტეტში ფუნქციონირებს სასწავლო რადიო ლაბორატორია, რომელიც სრულად პასუხობს რადიომაუწყებლობის თანამედროვე მოთხოვნებს. კარგი აკუსტიკური გარემო, კომპიუტერული სამონტაჟო ხმის ჩამწერი მოწყობილობა და მდიდარი არქივი საშუალებას იძლევა თეორიულ ცოდნასთან ერთად სტუდენტი პრაქტიკულად დაეუფლოს რადიოსაქმესაც.
წლების წინ, პრაქტიკული გამოცდილების არქონა, მრავალ უხერხულობას უქმნიდა სტუდენტს, რათა თავი დაემკვიდრებინა თანამედროვე მედიაში. დღეს კი, უნივერსიტეტის კედლებში, ნებისმიერ სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა, სრულად გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები, აითვისოს ის უნარ-ჩვევები, რაც აუცილებელია თანამედროვე ელექტრონულ ჟურნალისტიკაში.
თემის მიკვლევა და მისი განხორციელების გზები, მონტაჟი, სიუჟეტის „შეფუთვა“, საეთეროდ გამზადება, სისტემური „ტრენინგი“ მიკროფონთან, მეტყველების დახვეწა, პროდიუსერული საქმის, პროგრამირების ძირითადი პრინციპების შესწავლა კურსდამთავრებულს დაეხმარება თამამად ჩაებას თანამედროვე რადიოს შემოქმედებით საქმიანობაში.