კრიმინალისტიკური ლაბორატორია


გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე ფუნქციონირებს თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი კრიმინალისტიკური ლაბორატორია, სადაც სტუდენტებს, კვალიფიციური სპეციალისტები შეასწავლიან კრიმინალისტიკური ტექნიკის, საგამოძიებო ტაქტიკისა და ცალკეული სახის დანაშაულთა გამოძიების ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებს, როგორიცაა კვალთა და სხვა მტკიცებულებათა გამოვლენა, ფიქსირება და გამოკვლვა, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების, ადამიანის სიცოცხლის, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული, სატრანსპორტო, სამოხელეო და სხვა დანაშაულების გამოძიების მეთოდიკის თავისებურებებს.

შედეგად კი ეს ყველაფერი სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში წარმატებით რეალიზაციაში დაეხმარება.