გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის იურიდიული კლინიკა წარმოადგენს გთუნი-ს სამართლის ფაკულტეტის სასწავლო-საგანმანათლებლო სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს სამართლის ფაკულტეტზე რეალიზებული სამართლის საბაკალავრო ან/და სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში პროფესიული პრაქტიკის სილაბუსით განსაზღვრული სასწავლო პრაქტიკის კომპონენტის ათვისებას.
იურიდიული კლინიკის ფარგლებში შეიძლება განხორციელდეს გარესაუნივერსიტეტო მონაწილეობით მომზადებული ერთობლივი პროექტები.
კლინიკა, დებულებით, სამართლის საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამებით გათვალისწინებული სასწავლო პროგრამებისა და შესაბამისი სილაბუსების საფუძველზე უზრუნველყოფს სასწავლო პრაქტიკული კურსის რეალიზაციას, რაც თავის მხრივ ორიენტირებულია გამოუმუშავოს სტუდენტს პრაქტიკული საქმიანობის სათანადო პროფესიული უნარ-ჩვევები;
კლინიკა უზრუნველყოფს სამართლის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული პრაქტიკული კომპონენტის განხორციელებას პრაქტიკის სილაბუსების შესაბამისად;
კლინიკა ხელს უწყობს სტუდენტის მიერ მიღებული თეორიული ცოდნის განმტკიცებასა და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარის განვითარებას, სტუდენტის მიერ პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას და აკადემიურ გარემოში შეძენილი კომპეტენციების (ცოდნისა და უნარების) რეალურ ან/და იმიტირებულ სიტუაციებში გამოცდას, სტუდენტის მზაობის შემოწმებას დამოუკიდებელი მუშაობისათვის თანამედროვე მოთხოვნების პირობებში;
კლინიკა თანამშრომლობს სხვა უნივერსიტეტებთან არსებულ მსგავს იურიდიულ კლინიკებთან და დაინტერესებულ პირებთან.