გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობას შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე
ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები:
- ბიზნესის ადმინისტრირება
- ბიზნესის ადმინისტრირება
- ტურიზმი
- ჟურნალისტიკა
- ფსიქოლოგია
შენიშვნა: ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსზე გადმომსვლელ სტუდენტებს საშუალება ექნებათ სწავლა გააგრძელონ მენეჯმენტის სპეციალობაზე.
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები:
- საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი
- საბანკო საქმე
- მასობრივი კომუნიკაცია
სამართლის ფაკულტეტი
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები:
- სამართალი
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა:
- სისხლის სამართალი
- კერძო სამართალი
მობილობით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაითვალისწინონ:
1. ელექტრონულ პორტალზე დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტის უნივერსიტეტში გამოცხადების/ონლაინ რეგისტრაციის და აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის ვადა - 2022 წლის 11 თებერვლიდან -17 თებერვლის ჩათვლით;
2. სასწავლო უნივერსიტეტში მობილობით გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება და გაცნობა 2022 წლის 11 თებერვლიდან -17 თებერვლის ჩათვლით;
3. მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა სამართლებრივი აქტის პროექტის სასწავლო უნივერსიტეტის რეესტრში ელექტრონულად ასახვის ვადა - 2022 წლის 18 თებერვალი;
2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შპს „გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში“ მობილობის მსურველებმა უნდა წარმოადგენონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- განცხადება (რექტორის სახელზე);
- სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის);
- სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;
- სტუდენტის სასწავლო ბარათი (დამოწმებული ფაკულტეტის ბეჭდით და დეკანის ხელმოწერით).
მობილობით გადმოსული სტუდენტებისათვის მიმდინარე წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასური შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს.
ფორმის შესავსებად აუცილებელია: 1:მეილის ქონა Google(Gmail)-ზე!!!
2: ფორმის შევსებამდე შედით თქვენს მეილზე.
3: იხილეთ რექტორის სახელზე შესავსები განაცხადის ნიმუში.
დამატებითი კითხვებისთვის მიმართეთ: 577 32 17 16