ბიბლიოთეკა

უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს უნივერსიტეტის დაარსების დღიდან და პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს, პირველ რიგში კი იმ კრიტერიუმებს, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 11.11.2005 წლის #618 ბრძანება მოითხოვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებულებებისაგან. აქ ყველა პირობაა შექმნილი სტუდენტთა და თანამშრომელთა სასწავლო და სამეცნიერო მუშაობისათვის.

ბიბლიოთეკის ფონდში თავმოყრილია უახლესი ლიტერატურა მეცნიერების სხვადასხვა დარგებიდან, ფონდის უმეტესი ნაწილი დაკომპლექტებულია უნივერსიტეტის პროფილის შესაბამისი სასწავლო სახელმძღვანელოებითა და სამეცნიერო ლიტერატურით, როგორც ქართულ, ასევე უცხო ენებზე.

ბიბლიოთეკაში დაცულია სამეცნიერო-სასწავლო ლიტერატურის, ასევე საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული ლექციების ელექტრონული (CD და DVD) ვერსიები.

ბიბლიოთეკაში ფუნქციონირებს ორი სახის - ანბანური და სისტემატური კატალოგი, ასევე ელექტრონული კატალოგი (OpenBiblio).

სამკითხველო დარბაზი აღჭურვილია ინტერნეტის ქსელში ჩართული კომპიუტერებით, რაც მკითხველებს საშუალება აძლევს უფასოდ ისარგებლონ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსებით. კერძოდ, ქართული ელექტრონული წიგნით, ციფრული ბიბლიოთეკით.

ბიბლიოთეკა მუშაობს ყოველდღე, გარდა კვირა დღისა; ორშაბათი - პარასკევი 09:30 საათიდან 17:30 საათამდე და შაბათს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე.


ელექტრონული სამეცნიერო მონაცემთა ბაზები

მოიცავს ჰუმანიტარულ და სოციალური მეცნიერებების დარგებს: ასტრონომია, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, გეოგრაფია, ისტორია, ენათმეცნიერება, ფილოსოფია, პოლიტიკა, სამართალი, მენეჯმენტი,სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ხელოვნება, მასმედია და კომუნიკაცია.

  • Edward Elgar Publishing Journals and Development Studies e-books

(https://www.elgaronline.com/)

წარმოდგენილია ჟურნალები ჰუმანიტარული და ეკონომიკური მიმართულების შესახებ. წიგნები საჯარო და სოციალური მმართველობის, კორპორაციული მართვის, მიგრაციის, ინფრასტრუქტურის განვითარების, ინტელექტუალური საკუთრების კვლევათა შესახებ.

არმოდენილია სამეცნიერო სტატიები უმანიტარული, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მედიცინის სფეროდან.

წარმოდგენილია გამომცემლობა SAGE-ის პლატფორმაზე. ჟურნალების ძირითადი მიმართულებაა მექანიკური ინჟინერია.

მოიცავს მიმართულებებს: ხელოვნების ისტორია, კულტუროლოგია, პედაგოგიკა, ფილოსოფია, გენდერი, საერთაშორისო, რეგიონალურიდა რელიგიურიკვლევები, სოციოლოგიის თეორია.

არმოდგენილია: ბიოლოგიურ მეცნიერებები, ფიზიკა, მათემატიკა და მათი მომიჯნავე დისციპლინები.

წარმოდგენილია ფრანგულენოვანი ჟურნალები ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით. აქვს ინგლისურენოვანი ინტერფეისიც. სტატიების მცირე რაოდენობა პარალელურად გამოქვეყნებულია ინგლისურ, ესპანურ, იტალიურ და პორტუგალიურ ენებზე.