სტუმარმა სასამართლო სისტემაში გატარებული და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ისაუბრა.
ახალი ამბები
მცირე ექსკურსი სასამართლო სისტემაში
2012 წლის 18 მაისს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს, ბატონ მამუკა ახვლედიანს მასპინძლობდნენ.
ეს შეხვედრა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტსა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს შორის გაფორმებული იმ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც საფუძველი ჯერ კიდევ 2011 წლის 15 მარტს ჩაეყარა.
ამჯერდა ბატონმა მამუკამ მომავალ იურისტებს საჯარო ლექცია წაუკითხა.
სტუმარმა ისაუბრა სასამართლო სისტემაში გატარებული რეფორმებისა და იმ სიახლეების შესახებ, რომელიც უშუალოდ თანამედროვე ტექნოლოგიების კუთხით არის საინტერესო. თქვა, რომ
იქმნება სპეციალური ვებ გვერდი, რომელიც მალე შევა მოხმარებაში და რომ ამ ვებ გვერდის მეშვეობით შესაძლებელი იქნება სამოქალაქო თუ სისხლის სამართლის კოდექსების ნებისმიერ მუხლზე შესაბამისი კომენტარების მიღება, ასევე სასამართლო პრაქტიკის გავლა, რაც აქამდე, სამწუხაროდ, მხოლოდ ოცნების სფეროს განეკუთვნებოდა.
ბატონმა მამუკამ იმ სამომავლო პერსპექტივებზეც შეაჩერა სტუდენტთა ყურადღება, რაც უახლოეს პერიოდში განხორციელდება. კერძოდ: დისტანციური ურთიერთობები სასამართლოსთან და აუდიო და ვიდეო პროცესების ჩატარება.
სასამართლო სისტემაში ჩატარებული მცირე ექსკურსის შემდეგ საჯარო ლექციამ კითხვა–პასუხის რეჟიმში გადაინაცვლა და პრაქტიკოსმა მოსამართლემ დაინტერესებულ სტუდენტთა შეკითხვებსაც უპასუხა.