კურსდამთავრებულები და მეგობრები

 მერაბ გაბუნია

მერაბ გაბუნია

შპს "პარკ ჰოტელი'' - დირექტორი


დავამთავრე თბილისის ეკონომიკიურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი, სადაც გავიარე ოთხ წლიანი პროფესიული კურსი, რამაც მომცა უდიდესი ცოდნა და სურვილი გამეგრძელებინა სწავლა, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში.

სამაგისტრო პროგრამის სწავლებისას, გავიარე ფინანსებისა და საბანკო საქმის კურსი, მივიღე მაგისტრის ხარისხი. აქ მიღებული განათლება და გამოცდილება წარმატებულად გამოვიყენე კარიერულ ცხოვრებაში. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გურამ თავართქილაძეს და პროფესორ მასწავლებლებს რომ მომეცა საშუალება მესწავლა ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში და მინდა ვუსურვო ამჟამინდელ და მომავალ სტუდენტებს შეინარჩუნონ უნივერსიტეტის ტრადიციები და მიაღწიონ დასახულ მიზანს, წარმატებას!

ახალი ამბები

AEGEE Tbilisi-ს ინიციატივით სტუდენტებისათვის ტრენინგი ჩატარდა

30 მარტი 2011

2011 წლის 30 მარტს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტს AEGEE Tbilisi გამგეობის წევრები ეწივნენ.

AEGEE Tbilisi არის ევროპელ სტუდენტთა ფორუმი, რომელიც აერთიანებს 40 ქვეყნის 240 ქალაქს. ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჭანტურიამ ისაუბრა ამ ორგანიზაციის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისი საქმიანობა. მან თქვა, რომ ეს არის აპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონირებს მხოლოდ საუნივერსიტეტო ქალაქებში. იგი დაარსდა 1985 წელს, ხოლო AEGEE Tbilisi კი - 2003 წელს. ორგანიზაცია თანამშრომლობს ევროკავშირთან, ევროსაბჭოსთან და ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს.

ბრიუსელის ცენტრალურ ოფისში ხდება სტუდენტების აზრების გათვალისწინება. შეხვედრაზე მოსულ სტუდენტებს დააინტერესათ, თუ როგორ ხდება ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება.

განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ზაფხულში ევროპაში მოგზაურობამ, რადგან ორგანიზაციის წევრი სტუდენტებისათვის მგზავრობის ღირებულება საკმაოდ დაბალია. შეკითხვებზე მათ ამომწურავი პასუხები მიიღეს.

ტრენინგის თემა იყო „მეწარმეობა“, რომელიც პროექტ „ახალგაზრდობის უმუშევრობის“ ფარგლებში ჩატარდა. სპეციალურად მოწვეულმა სტუმარმა - ვახტანგ ვახტანგიშვილმა სტუდენტებს გააცნო მეწარმეობის შესახებ სპეციალური ტერმინოლოგია, აუხსნა, თუ სად უნდა დააბანდონ ფინანსები. შემდეგ ტრენინგმა თამაშის სახე მიიღო.

მათთან სტუმრად შემოვიდა „ინვესტორი“ და ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რაც დღეს მეტად აქტუალურია. კერძოდ, საუბარი იყო: გამწვანებაზე, ურბანიზაციასა და ოჯახზე.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სტუდენტები დაინტერესდნენ, თუ როგორ შეიძლება სამუშაოდ წასვლა უცხო ქვეყანაში და რა პროცედურების გავლაა ამისათვის საჭირო, რაზეც მათ ამომწურავი პასუხები მიიღეს. ამისათვის კი მათი ასაკი არ უნდა იყოს 21 წელზე ქვემოთ. სტუდენტებს აუხსნეს, როგორ უნდა შეავსონ სპეციალური აპლიკაციის ფორმა და რა პროცედურების გავლაა ამისათვის საჭირო.

ტრენინგში უნივერსიტეტის 30 სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.

ტრენინგის დასასრულს მათ AEGEE Tbilisi-ს სერტიფიკატები გადაეცათ.