დღეს, 2023 წლის 27 ნოემბერს, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ მსოფლიოში ერთ-ერთი დიდი ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს მასპინძლობდა.
ბოლო მონაცემებით, AIESEC 122 ქვეყანაშია წარმოდგენილი.
სტუდენტებთან შეხვედრა ინფოსესიის ხასიათს ატარებდა.
AIESEC საქართელოს წარმომადგენლებმა სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია ადგილობრივი თუ საერთაშორისო პროექტების თაობაზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში შესაძლო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობის შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც სტუდენტური თვითმმართველობისა და ინტერესთა კლუბების წარმომადგენლები, ასევე ყველა ის დაინტერესებული პირი, ვისაც სურს იპოვოს ლიდერი საკუთარ თავში.