2019 წლის 8 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს ალსტერის (ირლანდია) უნივერსიტეტის პროფესორები ჯონ კიერსი და რაიმონდ მაკდონელი სტუმრობდნენ.
ირლანდიელი პროფესორები გთუნიში Erasmus + გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდნენ და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ლექციები ჩაატარეს.
- ჯონ კიერსი: "სავაჭრო სამართალი";
- რაიმონდ მაკდონელი: "თვალთვალი".
ირლანდიელი პროფესორების ლექციების დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ