ამ დღეებში ERASMUS MUNDUS გაცვლითი პროგრამის BACKIS პროექტში გამარჯვებული გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის ფინანსებისა და ეკონომიკის კათედრის პროფესორი ლია თოთლაძე საქართველოში დაბრუნდა.
2014 წლის 24 სექტემბრიდან 24 ოქტომბრამდე იგი იმყოფებოდა ბელგიაში ქალაქ ანტვერპენში და პროექტის ფარგლებში ანტვერპენის უნივერსიტეტის გამოყენებითი ეკონომიკის ფაკულტეტზე კვლევას ახორციელებდა.
ევროკომისიის პროგრამა ERASMUS MUNDUS არის თანამშრომლობისა და მობილობის პროგრამა უმაღლესი განათლების სფეროში, რომელიც მიმართულია ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ და ხელს უწყობს დიალოგსა და ურთიერთგაგებას ხალხსა და კულტურებს შორის მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობის საფუძველზე.