საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით, 2023 წლის 30 ნოემბერს GIU-ში არაფორმალური განათლების შეხვედრები დაიწყო.
შეხვედრები დატვირთულია მრავალფეროვანი, სახალისო, ინფორმაციული და პრაქტიკული აქტივობებით.
აღნიშნული კამპანია მიზნად ისახავს სტუდენტებში გუნდური მუშაობის, კრიტიკული და კრეატიული აზროვნების განვითარების ხელშეწყობას სწავლების თანამედროვე მეთოდებით.
არაფორმალური განათლების შეხვედრებს უძღვება მენტორი – თამარ თარალაშვილი.
უნივერსიტეტი GIU მადლობას უხდის სტუდენტებს პროექტში ჩართულობისთვის. აღნიშნული შეხვედრები სამომავლოდ სისტემატურ ხასიათს მიიღებს.