2022 წლის 26 იანვარს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის არჩილ ჯორჯაძის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა.
კონფერენცია გახსნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ.
მოხსენებებით გამოვიდნენ გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გივი ლობჟანიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ვაჟა შუბითიძე, ჟურნალისტი თამუნა თაგვაძე და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტი ანა გვენცაძე.
სამეცნიერო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი მათიაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე და სხვა.