2016 წლის 12 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ინიციატივითა და დაფინანსებით აშშ-ში გაიმართა ღონისძიება „საერთაშორისო ლიდერთა პროგრამა - ამერიკის შეერთებული შტატების მართლმსაჯულების სისტემა“
პროგრამაში მონაწილეობდა 16 ქვეყნის 18 წარმომადგენელი - მოსამართლეები, პროკურორები, ადვოკატები, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები და უმაღლესი აკადემიური სასწავლებლების პროფესორები. მონაწილეთა შერჩევა ამერიკის მთავრობის მიერ განხორციელდა აშშ-ის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) ნომინირების საფუძველზე.
საქართველოს წარმოადგენდა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი ლიკა საჯაია.
პროგრამა მოიცავდა ექვს შტატში ვიზიტს, ამერიკის მართლმსაჯულების სისტემის კომპლექსურ გაცნობასა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.
ვაშინგტონში მონაწილეები გაეცნენ აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მუშაობას, პოლიტიკურ თეორიათა ინსტიტუტში მიიღეს მონაწილეობა შეხვედრაში - ფედერალიზმი და პოლიტიკური პროცესი აშშ-ში. ასევე ჰქონდათ შეხვედრა აშშ იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან და ამერიკის იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებთან.
მერილენდში პროგრამის მონაწილეები შეხვდნენ მთავარ პროკურორს და სამოქალაქო უფლებათა დაცვის კომისიის ხელმძღვანელს. შეხვედრების თემა იყო სისხლის სამართლის დევნის პრობლემები და ძირითადი პრინციპები, დისკრიმინაციის აღმოფხვრა მართლმსაჯულების პროცესში.
ნიუ ჰემფშირი - მონაწილეები გაეცნენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემას - სასჯელაღსრულებით დაწესებულებებს, სპეციალურ სასამართლოთა მუშაობას და სპეციალიზებულ პროგრამებს არასრულწლოვანი დამნაშავეებისათვის.
ნევადაში - პროგრამა მოიცავდა შტატების სასამართლო სისტემის, მოსამართლეთა არჩევის პროცესის გაცნობას, სასამართლო პროცესებზე დასწრებას, სასწავლო დაწესებულებებში ვიზიტს და იურიდიული განათლების სისტემის გაცნობას.
მინესოტაში მონაწილეები ესტუმრნენ სპეციალიზებულ სასამართლოებს, რომელიც განიხილავს ნარკოტიკულ დანაშაულთან საქმეებს. ასევე მოინახულეს სასწავლო და ტრენინგ ცენტრები მოსამართლეებისათვის, იურიდიული დახმარების ცენტრი და კერძო საადვოკატო კომპანია.
ტეხასში - პროგრამა დაეთმო შტატის უზენაესი სასამართლოს მუშაობას, მონაწილეობას საერთაშორისო კონფერენციაში.
იმედია, მსგავსი ხასიათის პროგრამაში მონაწილეობა კიდევ უფრო გააღრმავებს ურთიერთობებს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტსა და ამერიკულ უნივერსიტეტებს შორის.
2011 წელს ლიკა საჯაიას ინიციატივით ამერიკელმა პარტნიორებმა ტენესის უნივერსიტეტიდან გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტს 200-მდე ინგლისურენოვანი თანამედროვე იურიდიული ლიტერატურა გადასცეს საჩუქრად.