გუშინ, 2019 წლის 12 დეკემბერს გთუნის ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტები საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, გასვლითი ლექციის ფარგლებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში (1994-2002წ.წ.) ბატონ თედო ჯაფარიძეს შეხვდნენ.
ბატონმა თედომ ისაუბრა ჩვენი ქვეყნის განვითარების პერსპექტივებზე, ანაკლიის პროექტის მნიშვნელობაზე და, რა თქმა უნდა, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის უკვე არსებულსა თუ სამომავლო ურთიერთობებზე.
შეხვედრა რამაზ ლომინაძის სახელობის ფონდის ეგიდით ჩატარდა.
ციკლი „საუბრები ელჩებთან“ მომავალშიც გაგრძელდება.