მიმდინარე წლის 16-18 ივნისს ავსტრიის დედაქალაქი ვენა მე-7 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „Future of Teaching and Education“ მონაწილეებს მასპინძლობდა.
აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ს აფილირებულმა ასისტენტ-პროფესორმა მარიამ გვილავამ და ასოცირებულმა პროფესორმა ინა შანავამ.
კონფერენციაზე მათი პრეზენტაციის თემა იყო: „Study of The Psychological State of Students Living in The Boundary-Line Conflict Region”.