კურსდამთავრებულები და მეგობრები

 მერაბ გაბუნია

მერაბ გაბუნია

შპს "პარკ ჰოტელი'' - დირექტორი


დავამთავრე თბილისის ეკონომიკიურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი, სადაც გავიარე ოთხ წლიანი პროფესიული კურსი, რამაც მომცა უდიდესი ცოდნა და სურვილი გამეგრძელებინა სწავლა, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში.

სამაგისტრო პროგრამის სწავლებისას, გავიარე ფინანსებისა და საბანკო საქმის კურსი, მივიღე მაგისტრის ხარისხი. აქ მიღებული განათლება და გამოცდილება წარმატებულად გამოვიყენე კარიერულ ცხოვრებაში. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გურამ თავართქილაძეს და პროფესორ მასწავლებლებს რომ მომეცა საშუალება მესწავლა ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში და მინდა ვუსურვო ამჟამინდელ და მომავალ სტუდენტებს შეინარჩუნონ უნივერსიტეტის ტრადიციები და მიაღწიონ დასახულ მიზანს, წარმატებას!

ახალი ამბები

უნივერსიტეტში დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა

7 ივნისი 2011

2011 წლის 20 მაისს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტისა და კონსალტინგური ცენტრის „Manager of Future’’ მიერ ერთობლივი ძალებით ორგანიზებული  „ბიზნეს ოლიმპიადა 2011“  ჩატარდა.

2011 წლის 7 ივნისს უნივერსიტეტში  ოლიმპიადაში გამარჯვებული გუნდებისა და სხვადასხვა ნომინციაში გამარჯვებულთა დაჯილდოვება გაიმართა.

ოლიმპიადაში გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტები იღებდნენ მონაწილეობას. ამავე დღეს მოეწყო „სასწავლო ინკუბატორის“ და კონსალტინგური ცენტრის „Manager of Future“ მიერ რეკომენდირებული ფონდის „ერთად დავამარცხოთ სიმსივნე“  პრეზენტაცია.

პრეზენტაციაზე  მოწვეული იყვნენ: საპატრიარქოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი – ლაშა ჟვანია; ბანკი „ქართუ“ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ინგა გაგნიძე, კომპანია „ავერსის“ მთავარი ოფისის პროდუქციის მენეჯერი – ლელა შალიკაშვილი.

საზეიმო შეხვედრა უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა და კონსალტინგური ცენტრის „Manager of Future’’ დამფუძნებელმა, პროფესორმა ლალი ჩაგელიშვილმა გახსნა. მან მადლობა გადაუხადა სტუდენტებს, ბიზნეს ოლიმპიადაში მონაწილეობისა და გამოვლენილი აქტივობისათვის, ასევე - მოწვეულ სტუმრებს.

დამსწრეთ მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი მათიაშვილი. სიტყვით გამოვიდნენ სტუმრები, რომლებმაც დააჯილდოვეს „ბიზნეს ოლიმპიადა 2011“ გამარჯვებული სტუდენტები.