სამყაროს მრავალი განზომილება აქვს, მათ შორის წუხილითა და განცდით აღსავსე - 40 დღის იდუმალებით სავსე განზომილება.
40 დღე გავიდა, არადა თითქოს არც გასულა... თითქოს აქ არის ... 40-ჯერ დაირეკა ზარი, თითქოსდა დაგვიანებით, მაგრამ ახლა შემოაღებს კარს, მოკრძალებული დახრილი თვალებით, ნელი, მტკივნეული, ფრთხილი ნაბიჯებით შემოვა და ...
ვაი, რომ თითქოსდა...
40 დღე გავიდა ჩვენთვის, უმცროსი და თქვენთვის თანატოლი მეგობრის ბაჩანა ქვლივიძის გარდაცვალების დღიდან.
რთულია, ძნელი საყურებელი და აღსაქმელია ცრემლები ოჯახის, ახლობლების და კიდევ უფრო რთული თანატოლების და თანაჯგუფელების.
მართმადიდებლური სწავლების მიხედვით - გარდაცვლილის სული მის მფარველ ანგელოზთან ერთად იქ არის სადაც მოესურვება. „სული ეძებს რა ჩიტივით თავის ბუდესა, იმ ადგილის შორიახლოს ბორიალობს, რომელიც მისია, მშობლიურია.“
ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ ეს თითქოსდა...
მე-40 დღეს წმინდა ანგელოზები აამაღლებენ სულს და მიყავთ ღვთის წინაშე თაყვანისცემისათვის.
40 დღის წინ დასრულდა ბედის სცენარისტის მიერ დაწერილი სიცოცხლის სპექტაკლი, ისეთივე მოკლე, როგორიც „ერთაქტიანი“ პიესა. მაგრამ რჩება ხსოვნა და კეთილი მოგონებები. თუ რაიმეს ისურვებდა ბაჩანა იმქვეყნიდან ეს მისი ახლობლების თანატოლების და თანაჯგუფელებისათვის ... ეს ცრემლები არაა, პირიქით ხალისიანი და იმედიანი განწყობა, შეძახილი-ყველაფერი წინაა და მიზანიც მიიღწევა.
ფაკულტეტის დეკანატი
და პროფესორ-მასწავლებელები