14 ნოემბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუს-ს მფლობელი, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფის დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტი – ქანგ ჭენგი თბილისში იმყოფებოდა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
ბატონი ქანგ ჭენგი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს გაწეული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების თაობაზე ესაუბრა.
აღნიშნა, რომ ბევრი რამ გაკეთდა და მომავალშიც ბევრი სასიკეთო ნაბიჯი გადაიდგმება როგორც უნივერსიტეტის კამპუსის იერსახის ცვლილების, ასევე უცხოელი სტუდენტების მოზიდვისა და ქართველი და უცხოელი სტუდენტების სწავლისა და განთავსებისთვის საჭირო სათანადო პირობების შექმნის მიზნით.
აქვე ისიც დააანონსა, რომ სტუდენტებისთვის, გაცვლითი პროგრამის უპრეცედენტო შეთავაზების ფარგლებში, სასწავლო სტიპენდია დააწესა თუნგ ვას(ჰონგ-კონგი) კოლეჯთან.
შეხვედრის დასასრულს ბატონმა ქანგ ჭენგმა ადმინისტრაციის რამდენიმე წარმომადგენელს უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და გაწეული საქმიანობისთვის მადლობის სიგელი გადასცა.