ახალი ამბები
ბიზნეს ოლიმპიადა 2015 ნომინანტები დასახელდნენ
25 ივნისი 2015
2015 წლის 24 ივნისს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში „ბიზნეს ოლიმპიადა 2015“ ფინალური ტური გაიმართა.
ფინალურ ტურში გუნდებმა კარგი მომზადება აჩვენეს, ორიგინალური, კრეატიული იდეები წარმოადგინეს და დამსწრე საზოგადოების მოწონებაც დაიმსახურეს.
ნომინაციები ასე გადანაწილდა:
- ნომინაცია „საუკეთესო პრეზენტაცია“ - გუნდი „მარკეტერები“ (თავდაცვის ეროვნული აკადემია“);
- ნომინაცია „ყველაზე კრეატიული“ - გუნდი „პროგრესი“(გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი);
- ნომინაცია „ საუკეთესო ბიზნესპროექტი“ - გუნდი „ლუმუსი“(გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი);
- ნომინაცია „ჟიურის სიმპათია“ - გუნდი "INOVATORS" (თავდაცვის ეროვნული აკადემია);
- ნომინაცია „საუკეთესო ბანერი“ - გუნდი „ნოვატორი“ (თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი);
- ნომინაცია „საუკეთესო ლოგო“ - გუნდი „ლუმუსი“(გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი);
- ნომინაცია „საუკეთესო ვიდეორგოლი“ - გუნდი „პროგრესი“(გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი);
- ნომინაცია „საუკეთესო იდეა“ - გუნდი "GEORGIAN I4B"(გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი);
- ნომინაცია „განხორციელებადი პროექტი“ - გუნდი "ნოვატორი"(თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი).