2015 წლის 6 აპრილს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტმა ბიზნეს ოლიმპიადის პირველი ტურის მონაწილეებს უმასპინძლა.
ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობას იღებდა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის, თავდაცვის ეროვნული აკადემიის, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის თერთმეტი გუნდი.
ოლიმპიადა მიმდინარეობს დევიზით „წარმოებულია საქართველოში“.
პირველი ტურის დავალებისათვის გუნდებს გარკვეული დრო მიეცათ. ამჯერად მათ ექსპრომტად უნდა წარმოედგინათ მიცემული დავალების შესრულების ვარიანტები.
გუნდები შემდეგი კრიტერიუმებით ფასდებოდა: მასალის მიზანთან შესაბამისობა, ბიუჯეტი, კრეატიულობა, შედეგიანობა, აღქმადობა და პრეზენტაციის უნარი.
გუნდებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები, თემისადმი შემოქმედებითი თუ კრეატიული მიდგომები, ნოვატორული იდეები და შესრულების გზები.
კომპეტენტური ჟიური ობიექტურად აფასებდა გუნდების გამოსვლებს.
პირველ ტურში დაგროვილი ქულებით გუნდები მეორე ტურისათვის ემზადებიან.
მეორე ტური კი 2015 წლის 30 აპრილს გაიმართება.