2014 წლის 29-30 სექტემბერს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტებმა დასასვენებელ კომპლექს, სასტუმრო „ლოპოტაზე“ ყოველწლიური სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადის ფინალურ ტური გამართეს.
ოლიმპიადის ფინალურ ტურში ერთმანეთის პირისპირ ორი გუნდი „SCD” და „ბავშვები 402-ე ოთახიდან“ წარსდგა.
გუნდებმა ორი დამოუკიდებელი ბიზნეს პროექტი წარმოადგინეს: ბიოდიზელის და ბავშვის ჰიგიენური საშუალებების წარმოება.
მომავალმა ბიზნესმენები შემოქმედებითად მიუდგნენ დავალების შესრულებას და ბაზრისა და მომხმარებლისათვის მისაღები, ინოვაციური, ორიგინალური, ინვესტორებისათვის საინტერესო და კონკურენტებისაგან გამორჩეული ბიზნეს პროდუქტები წარმოადგინეს.
საბოლოო გამარჯვება კი გუნდმა „SCD” ( ნინო ჭანტურია, ჯაბა თევდორაძე, ხატია ხაბურზანია, ბაია მუმლაძე და ავთანდილ ჩხიტაური) დაიმსახურა.
გამარჯვებული გუნდის წევრებს გარდამავალი თასი და სერტიფიკატები გადაეცათ.