კურსდამთავრებულები და მეგობრები

მარიამ კუტალია

მარიამ კუტალია

საქართველოს სასჯელაღსრულების და  პრობაციის სამინისტრო

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი - ადგილი, სადაც გავიზარდე პროფესიული თვალსაზრისით და ჩამოვყალიბდი დამოუკიდებელ პიროვნებად. უნივერსიტეტი, სადაც პირველივე დღიდან თავს ისე ვგრძნობდი, როგორც ოჯახში. აკადემიური პერსონალის, რექტორატისა და თითოეული თანამშრომლის თბილი დამოკიდებულება სტუდენტების მიმართ, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, მაღალი დონის განათლების მიღების საშუალება, პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება, საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში ჩატარებული ლექცია-სემინარები - აი, ყველაფერი ის, რაც ხდის გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტს ფასეულს და კონკურენტუნარიანს საქართველოს მასშტაბით.

ბედნიერი ვარ, რომ ოთხი წლის განმავლობაში ვიყავი ამ უნივერსიტეტის ბაკალავრიატის წარჩინებული სტუდენტი, გურამ თავართქილაძის სახელობითი სტიპენდიანტი და ჩემი პირველი სამსახურიც ჩემი უნივერსიტეტის დახმარებით დავიწყე. 

ახალი ამბები

ბიზნეს ოლიმპიადა 2011

20 მაისი 2011

2011 წლის 20 მაისს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში უნივერსიტეტისა და კონსალტინგური ცენტრის „Manager of Future’’ ინიციატივით ბიზნეს ოლიმპიადა 2011 ჩატარდა. კონსალტინგური ცენტრი „Manager of Future“ 2005 წელს დაარსდა და 2010 წელს უნივერსიტეტთან ხელშეკრულებაც გააფორმა.

ოლიმპიადაში ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტთა 12 გუნდი მონაწილეობდა. ისინი ერთმანეთს ოთხ ნომინაციაში ეჯიბრებოდნენ: გუნდის წარდგინება; კითხვა-პასუხი: „რა ვიცით ბიზნესის შესახებ; ბიზნეს ქეისი და ბიზნეს იდეა.

სტუდენტებს კომპეტენტური ჟიური აფასებდა, რომელშიც შედიოდნენ: გთსუ-ის სრული პროფესორები და კონსალტინგური ცენტრის ექსპერტები დავით ვეკუა და კობა ჩაგელიშვილი, საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან
ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი - მაკა გიგაური, კომპანია „ავერსის“ გენერალური დირექტორის მოადგილე - ბესო ჩუბინიძე და კომპანია „IC group”-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლაშა ლორია.

ჟიურის გადაწყვეტილებით საპრიზო ადგილები შემდეგნაირად განაწილდა: პირველ ადგილზე გავიდა გუნდი „კრეატივი“; მეორე ადგილზე-„დებიუტანტები“, ხოლო მესამე ადგილზე- „პოზიტივი“.

ამას გარდა ოლიმპიადაზე ოთხი ნომინაცია გათამაშდა: ნომინაციაში „ყველაზე კრეატიული გუნდი“ გამარჯვებული გახდა გუნდი „ფენიქსი“; ნომინაციაში „ყველაზე გუნდური“ გაიმარჯვა გუნდმა „პოზიტივმა“; ნომინაციაში - „ყველაზე ორიგინალური გუნდი“ გამარჯვება წილად ხვდა ორ გუნდს: „Homo Economicu“ და „Aspiritive Group“, ხოლო „ანალიტიკური აზროვნების უნარის გუნდის“ ნომინაციაში გაიმარჯვა გუნდმა „ნიკემ“.