წელს კონკურსში რვა უმაღლესი სასწავლებლის რვა გუნდი იღებდა მონაწილეობას.
ახალი ამბები
კონკურსი: ჩემი ბორჯომი - 2013
26 სექტემბერი 2013
2013 წლის 25 სექტემბერს სასტუმრო“ რედისონში“ სტუდენტური კონკურსის „ჩემი ბორჯომი“ 2013 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ტრადიციულად კონკურსის ავტორი და ორგანიზატორი კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოა“.
პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტების წახალისებას და მათთვის თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების შესაძლებლობის მიცემას.
კონკურსის პირველ ეტაპზე სტუდენტებმა ალექს ჩიქოვანის ლექციების კურსი - ბრენდინგის საფუძველები მოისმინეს, დაათვალიერეს „ბორჯომის“ ჩამომსხმელი ქარხანა და წარმოების პროცესი, რის შემდეგაც მარკეტინგული დავალება მიიღეს: კონკურსის მონაწილეებს „IDS ბორჯომი საქართველოს“ 2014 წლის სარეკლამო კამპანია უნდა მოეფიქრებინათ.
წელს კონკურსში რვა უმაღლესი სასწავლებლის რვა გუნდი იღებდა მონაწილეობას: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, აგრარული უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა უნივერსიტეტი.
სტუდენტური კონკურსის „ჩემი ბორჯომი“ 2013 წლის გამარჯვებულნი გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტები(სალომე კაპანაძე, სალომე ასლანიკაშვილი, ნინო მჭედლიშვილი, ლიკა გოქაძე, ეკა ფირცხალაიშვილი) გახდნენ. მეორე ადგილი - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, ხოლო მესამე საპრიზო ადგილი - კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებმა დაიკავეს.
ჟიურის წევრები კომპანიის მენეჯმენტი და დამოუკიდებელი სპეციალისტები იყვნენ: ლევან ბაღდავაძე - "IDS ბორჯომი საქართველოს" გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, ლევან ხუროძე - "IDS ბორჯომი საქართველოს" კომერციული დირექტორი, დავით გელაშვილი - "IDS ბორჯომი საქართველოს" მარკეტინგის დირექტორი, ალექსი ჩიქოვანი - მარკეტოლოგი, კომპანია „ლაივის“ დამფუძნებელი და მთავარი კონსულტანტი, კოტე ბათმანიდი - "რუსთავი 2" გაყიდვების სამსახურის უფროსი, სოფიო ხუნწარია - "არტარეა TV" გენერალური დირექტორი და ვახტანგ ვახტანგიშვილი "CEO, Co-Founder" აღმასრულებელი დირექტორი, პარტნიორი.
კონკურსის საპრიზო ფონდი 5 ათასი ამერიკული დოლარია.