კურსდამთავრებულები და მეგობრები

ნოდარ ჯავახიშვილი

ნოდარ ჯავახიშვილი

ფარმსახლი,  კომერციული დირექტორი

 

2013 წელს დავამთავრე გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი სამართლის ფაკულტეტი.

ეროვნულ გამოცდებამდე დიდხანს ვფიქრობდი, სად ჩამებარებინა, თუ რომელი უნივერსიტეტი მომცემდა თანამედროვე განათლებას და დღეს უკვე ვხდები, რომ უმაღლესი სასწავლებლის არჩევანში არ შევმცდარვარ. მე მივიღე სწორედ ისეთი განათლება, რომელზეც თავისუფლად შეგიძლია ააშენო შენი მომავალი მყარი კარიერა.

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის დახმარებით მოვხვდი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში - Charles University in Prague, დავამთავრე  მარკეტინგის ფაკულტეტი.

მადლობა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რომელთა დამსახურებითაც ჩვენ პროფესიონალებად ჩამოვყალიბდით, შევიძინეთ ცოდნა და ცხოვრების ასპარეზზე გავედით.

GTUNI   ის ადგილია, სადაც ყველა საშუალება გეძლევა, მიაღწიო დასახულ მიზანს.

გირჩევთ,  ბოლომდე იბრძოლოთ საკუთარი მიზნის მისაღწევად და ღირსეულად ატაროთ  ამ უნივერსიტეტის  სახელი.

ახალი ამბები

კრიმინალისტიკური ლაბორატორია – მომავალი იურისტებისათვის

28 თებერვალი 2012

2012 წლის 28 თებერვალს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის განახლებული კრიმინალისტიკური ლაბორატორია დაათვალიერა.

უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა და აკადემიური პერსონალი, თეორიული ცოდნის მიღების პარალელურად, სტუდენტების პრაქტიკული უნარ–ჩვევების გამომუშავებაზეც ზრუნავენ.

უნივერსიტეტის ამოცანაა, მისცეს სტუდენტებს, პროფესიული და სოციალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, შრომის ბაზარზე ორიენტირებული ისეთი ცოდნა და განათლება, რომელიც

შემდგომში მისი ცხოვრებისეული წარმატებისა და წინსვლის გარანტია იქნება.

სამართლის ფაკულტეტის განახლებულ კრიმინალისტიკურ ლაბორატორიაში რეალურ სიტუაციებთან მაქსიმალურად მიახლოებული პირობებია შექმნილი

მომავალი იურისტები, კვალიფიციური სპეციალისტების დახმარებით, კრიმინალისტიკური ტექნიკის, საგამოძიებო ტაქტიკისა და ცალკეული ხასის დანაშაულთა გამოძიების ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებს შეისწავლიან, როგორიცაა კვალთა და სხვა მტკიცებულებათა გამოვლენა, ფიქსირება და გამოკვლევა, ასევე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების, ადამიანის სიცოცხლის, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ, სატრანსპორტო, სამოხელეო თუ სხვა დანაშაულების გამოძიების მეთოდიკის თავისებურებებსაც დაეუფლებიან.

ამ ვიზიტის ამსახველი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე.