2023 წლის 13-14 ივლისს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორმა, სამართლის დოქტორმა - ნინო ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო დანიაში, ქალაქ კოპენჰაგენში, გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში.
GIU-ს პროფესორი კონფერენციაზე შემდეგი სახელწოდების კვლევის შედეგებით წარდგა: ,,საგანგებო მდგომარეობა და კოვიდ პანდემიით გამოწვეული კრიზისის მართვის სამართლებრივი რეგულირება” (State of Emergency and Legal Regulation of Crisis Management Caused by the Covid Pandemic).
აღნიშნული კვლევა განხორციელდა საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს მიერ დაფინანსებული კვლევის - „ადამიანის ჯანმრთელობისა და სხვა უფლებათა დაცვის პრობლემები კოვიდ-19 პანდემიის პირობებში და საერთაშორისო სამართლებრივი გარანტიები“ ფარგლებში.
კვლევის ფარგლებში ანალიზი გაკეთდა პანდემიის პირობებში სახელმწიფოს მიერ შემოღებული შეზღუდვების სამართლებრივ საფუძვლებზე, რაც მომავალში ხელს შეუწყობს მსგავსი საგანგებო სიტუაციების მოსაგვარებლად სახელმწიფოების მიერ რეაგირების მექანიზმების წინასწარ იმგვარად ჩამოყალიბებას, რომ კრიზის პირობებში გამოირიცხოს დაბნეულობა, ქაოტურობა და არათანმიმდევრული მოქმედებები.