გუშინ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ბაზაზე საქართველოს უნივერსიტეტების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისათვის სტუდენტური დასაქმების მეორე ფორუმი ჩატარდა.
ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ გახსნა.
ფორუმის მონაწილე სტუდენტებს სიტყვით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგენიძემ.
შს სამინისტროს სტრუქტურულმა დანაყოფებმა ახალგაზრდებს 400-მდე აქტიური ვაკანსია და სტაჟირების პროგრამა შესთავაზეს.
ფორუმის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ ჩვედმეტ უმაღლეს სასწავლებელთან გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები.
აღნიშნული მემორანდუმი შინაგან საქმეთა სამინისტროში სტუდენტთა მიერ სამუშაო პრაქტიკის გავლის საკითხებს ითვალისწინებს.
დასაქმების ფორუმზე სტრუქტურული ქვედანაყოფების წარმომადგენლებმა სამინისტროს საქმიანობის, სტუდენტთა სტაჟირების პოზიციების და მათ მიერ გამოცხადებული ვაკანსიების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს.
სტუდენტური დასაქმების ფორუმი მიზნად ისახავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ახალგაზრდა, მოტივირებული და კვალიფიციური კადრების მოზიდვასა და უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავებას.
დასაქმების ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: