2014 წლის 10 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში ევროკავშირის “University collaboration network at the Black Sea – UNIVER-SEA.NET” პროექტით გათვალისწინებული დისტანციური სალექციო კურსი მიმდინარეობდა.
აღნიშნული კურსის ფარგლებში სტუდენტებს შემდეგი მოდულები უნდა გაევლოთ:
1. მულტიკულტურიზმი და თვითმყოფადობა;
2. ინტერკულტურული კომუნიკაციები;
3. კონფლიქტების მოგვარება;
4. სოციალური მეწარმეობა.
კურსს უძღვებოდნენ მოლდავეთის, კარაბუკის(თურქეთი), აიდინისა(თურქეთი), ანდრეა საგუნას(რუმინეთი) და შავი ზღვის საერთაშორისო(საქართველო) უნივერსიტეტების პროფესორები.
დისტანციური სწავლების კურსში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევა პარტნიორი უნივერსიტეტებიდან მოხდა.
გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტიდან შვიდი სტუდენტი შეირჩა: თორნიკე პაიჭაძე, ნინო პაპაშვილი, ნინო ქვაცაბაია, ბესო ხობელავა (ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი) და მარიამ მაისურაძე, სოლმაზ ისმაილოვი, თემურ ჭიჭინაძე(სამართლის ფაკულტეტი).
სალექციო კურსის თანახმად, სტამბულში სწავლის გასაგრძელებლად და გამარჯვებულის გამოსავლენად, სტუდენტებს ზემოთ ჩამოთვლილი მოდულებიდან ერთ-ერთში რეფერატის დაწერა ევალებოდათ.
დისტანციურ კურსში მონაწილეთა საუკეთესო ნაშრომების ხუთეულში გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი თორნიკე პაიჭაძეც მოხვდა.
2015 წლის 30 იანვარს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ევროკავშირის “University collaboration network at the Black Sea – UNIVER-SEA.NET” პროექტში მონაწილე სტუდენტთათვის სერტიფიკატების გადაცემისა და კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
გამარჯვებული ხუთეული 3 თებერვალს სტამბულში გაემგზავრა, სადაც კარაბუკისა და იადინის უნივერსიტეტებში გაივლიან პროექტით გათვალისწინებულ სხვა მოდულებს.
ვულოცავთ თორნიკე პაიჭაძეს ამ გამარჯვებას.