ახალი ამბები

ჯიუ-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის საორიენტაციო შეხვედრა მობილობით გადმოსულ სტუდენტებთან

28 თებერვალი 2025

2025 წლის 28 თებერვალს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს ვიცე-რექტორი სასწავლო პროცესის მართვის მიმართულებით, პროფესორი სოფიკო თევდორაძე, სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, ასოცირებული პროფესორი თათია დოლიძე, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული მხარდაჭერის სამსახურის უფროსი მათე წულაია და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი დავით დონღვანი 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობით გადმოსულ სტუდენტებს შეხვდნენ.

შეხვედრა მიზნად ისახავდა მობილობით გადმოსული სტუდენტებისთვის უნივერსიტეტის აკადემიურ პროცესთან დაკავშირებული ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის, მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით სარგებლობის, გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის, მიღებული განათლებისა და კრედიტების აღიარების, შეფასების სისტემისა და ფორმის, პერიოდული გამოკითხვის, გამოცდის ჩატარების, აღდგენის, დამატებითი გამოცდის, საგნის განმეორებითი გავლის, პრაქტიკის ობიექტების, საბაკალავრო ან სამაგისტრო ნაშრომის დაცვის წესებისა და რეგულაციების გაცნობას.